იბერიელი მარსელში


მოგესალმებით მისიე, ოთახი დაჯავშნილი გაქვთ?
-აჰ არა, შესაძლებელია ახლა ავიღო?
-სამწუხაროდ არა მისიე, ოთახებს აქ წინასწარ ჯავშნიან
-და ორმაგი რომ გადაგიხადოთ?
-სამწუხაროდ მისიე ეს არ ჯდება ჩვენი სასტუმროს წესებში და გთხოვთ დატოვოთ აქაურობა
-კარგი (ვუპასუხე ჩემი დამტვრეული ფრანგულით)
ბოლოს საფრანგეთში ძალიან დიდი ხნის წინ ვიყავი მას მერე დაახლოებით ასი წელი გავიდა, მაშინ გაცილებით მომეწონა აქაურობა, ახლა თითქოს ქაოსშია ჩაფლული აქაურობაო, რაც არ უნდა იყოს მე აქ საქმისთვის ვარ, უნდა დავიბრუნო ის რელიქვია რომელიც მათ საერთოდ არ ეკუთვნის, ჯანდაბა ეს დაუკითხავად წაღება რამე ახალია?  შემდეგ კი არ დაბრუნება, შავ ბაზარზე ამის გატანა, დროა სასტუმრო ვიპოვო, ღამის გათენება ნამდვილად არ მსურს ქუჩაში
როგორც იქნა დაახლოებით ათი სასტუმროს შემდეგ მივაგენი პატარა ჰოსტელს სადაც შემეძლო გაჩერება რომ შევედი ოთახში მეგონა მარტო ვიქნებოდი, საერთოდ არ ვიცოდი რა იყო ეს ჰოსტელი,  მაშინ ექვთიმეს მეგობრის სახლში ვიყავით, მშვენიერი დიდი სახლი იყო, დიდებული ხედით, როცა გადაიხედავდი პირდაპირ პორტს ხედავდი, უამრავ გემს რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყნიდნ აქ იკრიბებოდი.იმას ვამბობდი რომ დაახლოებით ხუთი სხვა პიროვნება დამხვდა აქ, თავიდან მეგონა რომ უნებართვოთ იყვნენ აქ შუქი ავანთე, ვთხოვე დაეტოვებინათ აქაურობა, იფიქრეს რომ გიჟი ვარ, როცა შემომხედეს დიდათ არც ჩხუბის ინიციატივა გამოუხატავათ, წავიდნენ და დაუძახეს სასტუმროს მართველს, ის მოვიდა, ამიხსნა რომ ეს საერთო საცხოვრებელი იყო და თუ არ მომწონდა უბრალოდ წავსულიყავი, კი მაგრამ სად წავსულიყავი თორემ დიდი სიამოვნებით, მაგრამ კარგი ჯანდაბას.
 მთელი ღამე არ მძინებია, ფიქრებში ვიყავი გართული, გზაშიც საკმაოდ დავიღალე არადა იმ რაღაცით ჩამოვედი რომ დაფრინავს, ღრუბლებს ზემოთ, მე თუ მკითხავ გემი უფრო კომფორტულია თუმცა ორი კვირა არ მონდომებია ჩემს აქამდე ჩამოსვლას მაგას თავისი პლიუსი ქონდა, რამოდენიმე დღეში შავი ბაზარი გაიმართებოდა და საჭირო იყო რომ ამ ყველაფერზე ინფორმაცია შემეგროვებინა, ჩვენმა ადამიანმა ამის შესახებ გვაცნობა ფორუმს ეძახის, სულაც არ ვიცი რა არის ეს, მიაგნო ამ ნივთს, ეს ნივთი ჩვენს მხარეს ეკუთვნის,   ის პირქუშმა გამოჭედა ავ სულებთან საბრძოლელვად, მას შეუძლია დააზიანოს ისეთი რამ რასაც მოკვდავთა იარაღი ვერფერს უზამს.
დილას ხმაური გავიგონე დაბლიდან,  როცა გადმოვიხედე დავინახე რომ ერთ-ერთ მათგანი ჩემს ნივთებში იქექებოდა, 
-გსურს რომ ხელები მოგაჭრა?
მან კი შემომხედა ჯიბიდან ჯაყვა ამოიღო  პირდაპირ მომიშვირა, მეუბნებოდა რომ ხმა არ ამომეღო
-კარგი
ამ დროს ჩემი ხანჯალი ამოვიღე ჯიბიდან რომელიც მოკვდავთა თვალისთვის უხილავი იყო და ვერც კი ჩასობას დაინახავდა ვინმე თუ მე მოვინდომებდი გარდა იმისა ვის სხეულშიც ეს აღმოჩნდებოდა, ჩამოვხდი ძირს და  ხელი გავაგდებინე,  ის დაეცა ძირს მორთო ღრიალი, ღმერთო მიშველე ! მიშველეთ, ყველანი ფეხზე წამოცვივდნენ, მან მან! მან ხელი მომაჭრა აგრძელებდა ყვირილს თუმცა ამას ვერავინ ხედავდ გარდა საკუთარი თავისა და ჩემი
-შესაძლოა სხვისთვის უხილავი იყოს  ის რომ ხელი გაქვს, მაგრამ ვეღარასოდეს ვერაფერს გააკეთებ მაგ ხელით იმიტომ რომ ის აღარ არსებობს,
ავიღე ჩემი ჩანთა და გამოვედი, გზაში პოლიციელების მანქანა შემხვდა რომელიც აშკარად სასტუმროსკენ მიდიოდა მაგრამ ვინ დაუჯერებდა ქურდ ბაცაცას თუ რა მოუვიდა, როცა ამ ყველაფერს ვერც ვერვინ იხილავდა,
რამოდენიმე წუთში  მივხვდი რომ მომშივდა თანაც ძალიან, მარტივად რომ ვთქვათ ძებნა დავუწყე ადგილს სადაც შეიძლება დავნაყრებულიყავი, გამახსენდა ერთი ადგილი სადაც დაახლოებით ასი წლის წინ ვიყავი, შემდეგ კი ხშირად დავდიოდით, დიდებული საუზმე ქონდათ, იმ ყავის გემო ეხლაც მახსოვს, აუცილებლად უნდა მივსულიყავი, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, კი ყავა ჩვენც გვიყვარს,საკმაოდ ხშირადაც ვსვამ, როცა მივედი სულ სხვა ადგილი დამხვდა სხვა სახელით სხვა გარემოთი, მაგრამ მაინც ნოსტალგიური იყო ეს ადგილი ჩემთვის, დავჯექი და მალევე ქალბატონი მოვიდა ჩემთან და მითხრა თუ რას ვინებებდი.
-მსურს ყავა და საუკეთესო საჭმელი რაც გაქვთ, 
-რათქმაუნდა, გემრიელ ფრანგულ ტოსტს გაგიკეთებთ ახლავე,
-კარგიი
ეს გოგონა საკმაოდ ლამაზი იყო მისი ხვეული თმა კულულები ოქროსავით ბრჭყვიალებდა მისი თვალები კი ზღვის ფერი იყო თითქოს ზღაპრებიდან გადმოსული იყო,
-ნაღდი ფულით გადაიხდით თუ ბარათით?
-უკაცრავად?
-ნაღდი ფული გაქვთ?
-დიახ დიახ რამდენი მოგართვათ
-გავხსენი ჩანთა, ფულის ქექვა დავიწყე ცოტა უცნაური იყო მაგრამ ეს ფული ოქროს სანაცვლოდ გამოვართვი ერთ-ერთ იუველირს რომელიც საქართველოში იყო, ვიცოდი რომ ოქროთი ვაჭრობა დიდი ხანია უკვე აღარ იყო, ასი წლის წინაც კი უკვე ფულით ვანგარიშობდით ყველაფერს
-თხუთმეტი ევრო მისიე
-ახლავე აი ორმოცდაათი და დაიტოვეთ
-რა?
-დიახ დიახ დაიტოვეთ, თუ გნებავთ გაჭირვებულები რომ შემოვლენ მათ გამოუქვითეთ
-მადლობა მისიე
-მე აგუნა ვარ 
-მე კი ლორენი
-სასიამოვნოა ლორენ, შენი გაცნობა
-უცნაური სახელი გაქვთ საიდან ხართ?
-საქართველოდან
-ოუ მე ვიცნობდი რამოდენიმე ქართველს აქ ხშირად მოდიოდნენ, ერთს გიორგი ერქვა მახსოვს მეორეს კი თეა
-ხო ჩვენთან გიორგი გავრცელებული სახელია მეც მყავს ერთი კარგი მეგობარი გიორგი
-მშვენიერი, ახლა კი თუ შეიძლება სხვებსაც უნდა მოვემსახურო მალე მოგიტანენ თქვენს შეკვეთას
-დიახ მადლობა დიდი
ტოსტი მართლაც გემრიელი იყო, ყავაც იდეალური რამოდენიმე წუთში კიდევ ერთის დამატება ვთხოვე, ეს საკვები ჩემთვის არც ისეთი ბევრი იყო მე კი ენერგია ნამდვილად მჭირდებოდა ეს ჩემთვის უცხო მიწა იყო და არც ისეთი ძლიერი ვიყავი აქ როგორიც ჩემს მიწაზე თუმცა აქ ყოფნა ახლა მნიშნვნელოვანი იყო ყელასთვის ეს ნივთი უნდა დაბრუნებულიყო.
როგორ მოხვდა ეს ნივთი აქ?
გათხრების საშუალებით, ფრანგი არქეოლოგები იყვნენ ჩამოსულები 1993 წელს კახეთის ტერიტორიაზე იპოვეს სამარხები სადაც ეს ნივთი დაუხვდათ მათ, შესაძლოა ამ ნივთს ჩვეულებრივი მოკვდავებიც ხედავდნენ მაგრამ ეს ნივთი არ ეკუთვნის მათ,  ამ ნივთის იქ ყოფნა აშინებდათ  სულებს შემოჭრისგან თუმცა რაც ის წაიღეს მუდმივ ომში ვართ დროა უკვე დაბრუნდეს სახლში ეს ნაჯახი, დიახ ის ნაჯახია, ეს ნივთი საფრანგეთის მუზეუმში უნდა ყოფილიყო შეთანხმებისამებრ თუმცა გზაში ის მოიპარეს და გაყიდეს ერთ-ერთ ფრანგ მილიონერზე, შემდეგ მისგანაც დაიკარგა ეს უგზოუკვლოდ, როგორც, ახლა კი ისინი აპირებენ სარფიან ფასად გაყიდონ აქ დიდი ხანია ამ ნივთს დავდებთ ასე რომ ვთქვათ და ახლა შანსი გვაქვს მისი წამოღების ამისთვის კი ყურადღება და სწორი გათვლებია საჭირო.
რამოდენიმე დღე სრული ენერგიის აღდგენაში გავატარე, იმ კაფეში, დღეში ალბათ სამჯერ ოთხჯერ მივდიოდი მაგრამ ჩემთვის მოკვდავებთან კონტაქტი არაფრის მომცემია, მითუმეთეს იქ სადაც ჩემი ადგილი საერთოდ არ არის, თუ რატომ მივდიოდი იქ იყო მიზეზი მხოლოდ ის რომ მისი სილამაზით დავმტკარიყავი, ერთ დღესაც წამომცდა, ვუთხარი რომ მე ჭერემიდან ვიყავი კახეთიდან, აჰ ეს არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ხანდახან ალბათ ყველა კაცს მოზდის მოკვდავია თუ უკვდავი მსგავსი რამ.
მოვიდა დღეს შავი ბაზრისა და მეც მოვემზადე ყველაფრისთვის არ ვიცოდი რა მოხდებოდა  ამიტომ ტანსაცმლისთვის ქვემოდნ ჩემი აბჯარი ჩავიცვი, მას როკაპმაც კი ვერ დააკლო ვერაფერი.
 ეს შავი ბაზარი რაღაც წვეულებასავით აღმოჩნდა, სადაც მოსაწვევები ყოფილა თურმე საჭირო, გარე უბანში იყო მარსელის დიდებული სახლი იყო ნამდვილად სამ სართულიანი უზარმაზარი, მთელი მარსელი მქონდა შემოვლილი მაგრამ ეს სახლი არ მინახავს ალბათ, შემდეგ ააშენეს, მაგრამ საინტერესო ის არის რომ მე მაგიის ძალა ვიგრძენი სანამ მივუახლოვდებოდი, შესაძლოა ეს სახლი რეალური საერთოდაც არ იყოს და ილუზიასთან გვქონდეს საქმე.
ერთი ძალიან დიდი ნიჭი მაქვს შემიძლია საკმაოდ დიდი ნახტომის გაკეთება საკმაოდ მაღალ სიმაღლეზე, ასეც მოვიქეცი მესამე სართულის უკანა აივანზე ავღმოჩნდი საიდანა შევძელი შესვლა, მთელს სახლში ბნელი მაგიის სუნი იგრძნობოდა, თითქოს ყველა ვინც აქ იყო მაგიასთან რაღაც კავშირში იმყოფებოდა ანდაც ბნელ მაგიას იყენებდა მათი სახეების დანახვა არ შემეძლო სანამ ისინი არ მოინდომებდნენ, მე ეს ნიჭში არ მქონდა მაგრამ ეს ბევრს გამოზდიოდა ჩვენთან შეეძლოთ ბოროტის რეალური სახის დანახვა, ისე ხანდახან მგონია რომ ჯობდა კოპალა გამოეშვათ, ახლა უკვე ყველაფერი მოსუფთავებული ექნებოდა.
მაგრამ მე ვგრძნობ ნაჯახის სიძლიერეს, ის ხომ ჩემს სამყაროს ეკუთვნის, კიბეებს დავუყევი და შევედი დიდ ოთახში სადაც პორტრეტები ეკიდა ნაპოლეონის და რევოლუციის დროინდელი საფრანგეთის, როგორც ჩანს ვიღაც შოვინისტური განწყობის მქონე ფრანგის სახლში ავღმოჩნდი, მაგრამ მე აქ ჩემი შოვინიზმი მამოძრავებდა
ჩემი ნაჯახი პირდაპირ ჩამოკიდებული იყო მისი კაბინების სკამის უკან, თითქოს ბრძოლაში მოპოვებული ყოფილიყოს და გამოჩენილ ადგილას ამიტომ კიდიაო, ხელი ავღმართე და მოვუხმე მას, ის მაშინვე ჩემთან აღმოჩნდა მაგრამ მოხედვა ვერ მოვასწარი რომ დაახლოებით ათი კაცი იდგა ჩემს უკან
-ვინ ჯანდაბა ხარ ? 
-მისი პატრონი 
-მისი პატრონი შენს წინ დგას
-არა თავის პატრონთან არ არის, ვერ დაინახე მაინც დაძახებულზე რომ აღმოჩნდა ჩემს ხელში?
-ჯობს დააბრუნე თავის ადგილზე შამანო და წახვიდე აქედან, მაგრამ არამგონია გაგიშვათ 
-ეს მუქარა იყო? 
-დიახ 
-იცით დიდათ არ მიყვარს როცა მემუქრებიან მითუმეტეს ისეთი ხალხი ვინც არც იცის ვინ ვარ
-შენ თუ იცი ვინ ვართ?
-ვგრძნობ თქვენს მაგიას მაგრამ ვფიქრობ არვიცი თუ ვინ ხართ
-რამოდენიმე წამში მათ სახეზე ბეწვი გაჩნდა ხოლო კბილებზე კი ეშვები გამოეზარდათ
მგლებს აქამდეც შევხვედრივარ თუმცა ესენი განსხვავდებოდნენ, მათი სხეული გაცილებით მომცრო იყო და ლაპარაკობდნენ კიდეც რაც უცნაური იყო, გერბი შევამჩნიე შემოსვლის დროს რომელიც აქამდე არასოდეს მინახავს, გერბზე ლათინურად იყო ამოტვიფრული ასოები რომელიც აქამდე არასოდეს მინახავს, ისინი ჩემთვის უცხონი იყვნენ 
-ახლა ხომ ხედავ
-ახლა მხოლოს იმას ვხედავ რომ ძალიან გავერთობი
ბრძოლა დაიწყო კეთილსა და ბოროტს შორის ისე როგორც მითებში ხდება, დიახ მათ ნამდვილად არ იცოდნენ თუ ვინ იყო აგუნა, საკუთარ სისხლში უგონოდ დაცემულნი თავს ვეღარ წევდნენ, მხოლოდ დაბლიდან უყურებდნენ მის ღვთიურ ბოძრაობებს რამდენი მეგობრის სიკვდილი ნახეს საკუთარი თვალით, მოსჭერი თავი პირქუშის შვილო! და ამ დროს მხოლოდ მოჭრილი ხესავით ეცემობდნენ დაბლა.
აგუნას ძლიერის ფეხის დარტყმა მგლებმა იგემეს, მათმა წკმუილმა რუმინეთშიც კი ჩააღწია, 
მათი ხროვის ლიდერი აგუნამ კედელზე მიანარცხა, ნაჯახი პირდაპირ გულზე მიადო.
-მე აგუნა ვარ ღმერთი მოსავლისა, ვფლობ უზენაესისგან ბოძებულ ძალას, ვებრძვი ბოროტსა რომელიც ქვესკნელსა ეკუთვნის, დავსდევ სულებსა რომელიც ხალხს იტაცებს, ჩემი ყოველივეს ეშინია, ვინც ორ ფეხზე თუ ოთხზე დგას და ბოროტს ემსახურება, დაცემულნი იქ უნდა იყვნენ სადაც მორიგემ გაგზავნა, დაეშვი იქ სადაც შენი ადგილია და როცა კიდევ დააპირებ გამოჩნდე, იცოდე რომ შენს ჩრდილსაც კი მოვკლავ.
აგუნამ ჩაასო ნაჯახი ბოლომდე მგელს მკერდში შემდეგ კი გამოვიდა გარეთ, დაინახა ასობით სხვა მგელი რომელიც მას უცდიდა შუაზე გასაგლეჯად, მოიმარჯვა ნაჯახი ხელში ახლოს მიიდო და ჩასჩურჩულა მას "პირქუშო თუ ჩემი გესმის, მოგმართავ მე აგუნა, შვილი იბერისა, მიბოძე შენი სინათლე და ძალა რათა დავამარცხო შვილნი სიბნელისა,დავბრუნდე სახლში იმ ნივთთან ერთად რომელიც შენ უბოძე ჩვენს სამყაროს" აგუნას თვალები როგორც ცეცხლი ისე აენთო მან მოიქნია მთელი ძალით ნაჯახი,მიწაში ჩაასო, ნაჯახმა ისეთი სინათლე გამოსცა დარტყმის დროს თითქოს ვარსკვლავის გულში ჩაესოს, გარშემო აგუნა ვერაფერს ვერ ხედავდა მაგრამ გრძნობდა იმ სიძლიერის რომელიც ამ ნაჯახისგან მოდიოდა, სულ მალე შეწყდა ის ნათება რომელიც ნაჯახის დარტყმას მოყვა, ანუგამ გარშემო მიმოიხედა და მხოლოდ ფერფლიღა დაინახა,  
-შენ გამომიძახე?
-პირქუშო კი მე ვიყავი, მიხარია რომ გაიგონე ჩემი
-სხვა რა გზა მქონდა შენ ხომ ჩემს გამოჭედილ ნივთს თხოვე ჩემი მოხმობა
-ესენი მგლები იყვნენ
-მართალია იყვნენ. ახლა კი ქვესკნელის მაცხოვრებლები არიან ისევ
-შემდეგში როცა გამომიძახებ ეცადე უფრო ღირსეული მოწინააღმდეგეები შეარჩიო
-არ გამიყოლებ ?
-არა, ისე ჯობია სახლიდან მალე გახვიდე რადგანაც ვინც ეს სახლი შექმნა უკვე მკვდარია, მაგიაც მალე ჩამოინგრევა
ჯანდაბა! აგუნა სასწრაფოდ გამოვარდა სახლიდან, სიამაყის გრძნობა დაეუფლა მას როცა დახედა იმ ნივთს რასაც უამრავი წლის მანძილძე უშედეგოდ ეძებდნენ, ახლა ისღა დარჩებოდა სახლში დაბრუნებულიყო.
აეროპორტში დაბრუნდა, სახლისკენ გასამგზავრებელი ბილეთი აიღო, ნაჯახი ყველასთვის უხილავი გახადა რადგანაც არ გამოჩენილიყო, როგორც მას უთხრეს ყველაფერი რაც რკინა იყო დიდ პრობლემას მოუტანდა აეროპორტში, ამიტომ ყველა რკინის ნივთი თუ ღვთიური ნივთი რომელიც მას თან ქონდა ყველასთვის უხილავი, იყო,  ერთი წამით იფიქრა კიდეც სანამ წავიდოდა თუ რატომ არ დაემშვიდობა ლორენს მაგრამ მიხვდა რომ მას დამშვიდობება უფრო დიდ სევდას მოუტანდა ამიტომ ადგა და უბრალოდ წავიდა, თითქოს არც უარსებია, იფიქრა რომ ჩემნაირი რამდენი მიდის იქ, ყველა ხომ ასე არ დაამახსოვრდებაო, მაგრამ ერთი იცოდა რომ მისი სახე და სუნამოს სუნი არასდროს არ დაავიწყდებოდა.
სულ მალე მარსელიდან აგუნა სახლში დაბრუნდა , მისი მოგზარობაც ამით დასრულდა, ნივთი ძველ ადგილს დაუბრუნდა, ახლა ის დამარხული აღარ იქნებოდა და მუდმივად ცაში იქნებოდა გამოკიდებული რათა მისი საშუალებით მსოფლიოში ეხილათ ყველაფერი ბოროტი რაც მათ სამყაროს დაემუქრებოდა, 
აგუნამ მიიტანა სვანეთში ეს ნაჯახი და მამბერს გადასცა, მან კი ზეცაში გამოკიდა ის, "დაე იყოს ყოველი ბოროტება ჩვენს თვალთაგან ხილული"
სახლში დაბრუნდა აგუნა, თიბვას მიყო ხელი ისევ, მაგრამ თითქოს მოწყენილი იყოვო, ყოველ დილას გადიოდა, ხალხის მოსავალს დახედავდა სანამ გაიღვიძებდნენ ამოწმებდა როგორი იყო, ხშირად სეტყვასაც კი აჩერებდა რადგან მოსავალი არ გაფუჭებოდათ, მაგრამ მის გულს რაღაც მაინც ვერ იყო კარგად
ერთ დილასაც როცა ვენახს ამოწმებდა ერთ-ერთი მაცხოვრებლის სხვა სოფელში, იმ სუნამოს სუნი იგრძნო რომელიც საფრანგეთში დაიმახსოვსა, სასწრაფოდ დაანება თა ი ყველაფერს გორას გადაახტა და პირდაპირ სოფლისკენ დაეშვა, დაინახა ის ოქროსფერი თმა ასე რომ უყვარდა, ეძახოდა მაგრამ მას არ ესმოდა, დაეცა მუხლთ აგუნა ისეთი სიძლიერით თითქოს მიწისძვრა მომხდარიყოს,  რამოდენიმე წუთით ჩაფიქრდა და შემდეგ უკან გაბრუნდა გულზე ლოდით
-აგუნა? მოესმა ხმა ფრანგული აქცენტით
-ეს შენ ხარ?
-მხედავ?
-არ მახსოვს მხედველობაზე რამე პრობლემა მქონოდა
აგუნა გაშეშდა არ იცოდა რა ექნა თითქოს დედამიწა მის გარშემო დატრიალდა, ყველაფრის აღქმა დაიწყო წამიერად გარდა წინ მდგარი საოცარი გოგონასი რომელიც მის გონებას ასაზრდოებდა როგორც მთვარე მზეს, მზე კი მთვარეს,
-მასე იდგები თუ მოხვალ?
ტიტანთა საგა (ქართული მითოლოგია)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი