ბულბული
წყვდიადში მოვსულვარ სტუმრად აქ ყველაფერი არის ფუჭად სიბნელე ანათებს მუდამ შეკრული ვარ როგორც დიდი გუფთა სად გალობ ბულბულო მითხარი ჩუმად? ოთახში ვარ მარტო შავ ცისარტყელასთან ვთამაშობ ბანქოს ვერ ვეგუები საკუთარი აზრების ალღოს იქნებ სისულელე მკარნახობს ამაობასთან ამბოხს მე ვერ ვებრძოლები მარტო ბულბულო მითხარი სად გალობ? უჟანგბადო მახრჩობს საკუთარი თავი აღარ მწყალობს გთხოვ მითხარი სად გალობ? ოთახის თაროდან გამოვიღებ მნათობს რომელსაც ვმალავ შიშის ტომარაში მარად ხელს გამოგიწვდი ოღონდ მითხარი სად გნახავ? იქნებ აკაკუნებ კარებზე ლაღად? იქნებ კარები ხარ თვითონ? და იდუმალებით მიხმობ დავიღალე მოფრინდი ჩიტო და გავექანოთ მარადიულობაში ვიყოთ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი