ზამთარი


გარეთ ზამთარია
ბალახებს თბილად სძინავთ
ორთქლი მეჩურჩულება
იფანტება და ეკრობა ცის შუშებს

მზეს აკავებენ ღრუბლებთა დასი
და გადააკერებენ ნაცრისფერ ფენას
ქარი უხვად მკოცნის 
წაიღაღადებს და ყოველთვის გარბის

ერთი კაცი ზის და უყურებს
ყინულთა ქეიფს
და მის ნამცეცებს იღებს ჩუმად

ქალწულები მიჰყვებიან მდუმარედ
ზამთრის ფიფქებს და ეგებებიან
მტკიცედ

უცოდველი ფიფქები მოსულან
ბუხარმა დახარა თავი
და გადააყარა შაქარი მხრებზე

ის კი მკაცრად და გულწრფელად 
გადაყურებს აქაურებს 
უჩდება შეცოდების მანარები
და თავის ფრჩხილებით იკაწრავს ზურგს

მერე მიიძინებს ხანმოკლედ აკვანში
მთების გუგუნიც ვერ შეაწუხებს
ისეთი აფარია საბანი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი