დრო მოვა და დაინთება ჩემს საფლავზე სანთელი


დრო მოვა და დაინთება,
ჩემს საფლავზე სანთელი,
დაიღვრება ჩემს სურათთან.
მოლივლივე სასმელი.

დაიცლება ბოთლით ღვინო,
წაიქცევა  ჭიქები,
დამიტირებს ცოლი, შვილნი,
მეგობარი ბიჭები.

დრო მოვა და გამიხსენებს,
შინაურნი, ნაცნობნი,
შვილისშვილი აწევს ჭიქას,
ბაბუს შესანდობარის.

ხო და ახლა ვფიქრობ გულში,
სანამ მოვა დრო და ჟამი,
მინდა ბევრი მოვასწრო და
ჩაგიხუტოთ ყველა გულში.

ვერა ამას ვერ ავცდებით,
განგებაა ასეთი,
ვიყოთ ყველა ერთად, ტკბილად,
სანამ გვქვია ცოცხალნი.

ჩავიხუტოთ ერთმანეთი,
მივუტევოთ უგუნურს,
თორე მერე რა დარჩება?
მხოლოდ ოთხი ფიცარი.

დატირება, გლოვა ოხვრა,
ცრემლი თვალზე ნატანჯი,
ოთახს კარის გამოკეტვა,
სამჯერ კუბოს ბრახვანი.

საფლავამდე მძიმე გლოვა,
თოკის, ქვების რიხინი,
მორჩება და გათავდება,
ჩვენი წუთი სოფელი…

დრო მოვა და დაინთება,
ჩემს საფლავზე სანთელი,
დაიღვრება ჩემს სურათთან.
მოლივლივე სასმელი.

ლევანი გოცირიძე
20 ივლისი 2026
სიყვარული#სანთელიგლოვაერთობამომოვალი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

https://youtu.be/4BV_jBYrLBA?si=begtiIKYuiUMYjSO

ასევე ხელმისაწვდომია ლექსზე სიმღერა ♥️

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი