ჩასჭიდებოდა კალამს პოეტი, გვამცნობდა მისსა უბედოებას


ჩამოღვენთილი სანთელი,
ღამე ნათევი თვალებით,
სათვალე შუბლზე წამოწეული
მელნით დასვრილი თითებით,
ჩასჭიდებოდა კალამს პოეტი,
გვამცნობდა მისსა უბედოებას.

გვამცნობს საწყალი კალამით ხელში.
როგორ უყვარდა მას სატრფო წმინდა,
როგორ დარდობდა და განიცდიდა,
მის მიჯნურობას მწარედ ფიქრებში.

ჰყვება თუ როგორ ატკინეს გული,
როგორ აიგდეს აბუჩად ვაჟი,
და გაუთელეს გრძნობები წიხლით,
არარაობად ჩააგდეს იგი.

ჰყვება თუ როგორ დაენთო გულში,
სიყვარულის და გრძობის ტალკვესი,
როგორ გაეღო გრძნობების კარი,
ამ ქვეყნის მწარე რეალობაში.

არა არ ჩივის, უბრალოდ დარდობს,
სიმარტოვეში ფიქრს მისცემია.
რა იქნებოდა არ შეხვედროდა,
ანდაც წინდაწინ დავსოდა თვალი,
ანდაც წინდაწინ წყალს  რომ წაეღო,
ანდაც წინდაწინ ელახვრა მახვილს.
რა იქნებოდა ეცხოვრა ლაღად,
ამა ქვეყნისა რეალობაში.

პოეტს იმედი გადასწურვია,
დაუდგავს ბოთლით არაყი ცივი,
თამბაქოს ნამწვი ხრჩოლავდა იქვე,
თითქოს იწვოდა პოეტზე დარდით.

ჩაბნელებულა ოთახი ცივი,
პოეტი დარდით დაღონებულა,
იჯდა სარკმელთან დარდობდა გულში,
მისი ცხოვრების ამაოებას.

იჯდა პოეტი დარდობდა გულში,
ცივი არაყით იკლავდა დარდებს…
ჩამოღვენთილი სანთელი მხოლოდ,
პოეტის ოთახს შუქით ავსებდა,
ჩასჭიდებოდა კალამს თითებით
დარდიან ამბავს კალმით გვამცნობდა.
პოეზიაპოეტიკალამიუბედოებასიყვარული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი