მკითხეს და მეც ვუპასუხე ( მანქანებზე )
ამას წინ მკითხეს, ლევანო.. მოჰყევი შენს ოპიტზეო, რა მარკის ავტომობილი, ნერვს გიშლის, თანაც ძლიერო? რა მოდელის მძღოლებისგან, გაგჩენია ჭაღარაო? ავდგები და აქვე ლექსად, ვუპასუხებ ამ კითხვასო, როგორც მძღოლსა და შოფერსა, მეზიზღება ტრანზიტიო, გადაღლილი, მოღრეჯილი, გეგონება წიხლი ჰკრესო. ისე მიდის ეჰეიდაააა, მარტო იყოს შარა გზასო. ისე მიდის ეჰეიდაააააააა… მარტო იყოს შარა გზასო.. აბგონი რომ მოუნდება, სარკეს არც კი გაიხედავს, გაჰკრავს რულსა გადახტება, გეგონება უჩქმიტესო. იქვე ისმის მუხრუჭების, წივილ კვნესა კივილიო, სიგნალები, ლანძღვა ოხვრა, გინება და ჩხუბებიო. ტესლას ეკუთვნის ბოლტის სტიკერი, პრიუსს ტრაფარეტ მწვანეო, აქვე ერთ ჯადოს ვახსენებ, ფუჟენებს ეძახიანო. გუდაურისა დაღმართზე, ორი კამაზი მიღოღავს, ერთი აცუებს აპრუწებს, საწყალი ძლივსა ღოღავსო, მეორეს მიყავს ღორები, აყროლებს მთას და მდელოსო, არ შემიძლია ამათი, ცქერა დიდხანსა მწარედო. მივკრავ სპორტისა ღილაკსა, რომ გადავუსწრო მალეო, გადამაწყდება პატრული, ჯარიმას მომაკერებსო. აქვე ცე კლასიც ვახსენოთ, ხნიერი ხალხის მანქანა, თქვე კაი დედმამის შვილნო, მიადგით, წადით მალეო. ხო მართლა არა საწყენად, არ მითქვავს მე ეს ლექსიო, თქვენ დაგენაცვლეთ ლომებო, გულს არ გაივლოთ წყენაო. დაგენაცვლებით მშრომელებს, კარგ ხალხს ელიტას გზებისო, მკითხეს და მეც ვუპასუხე, ჩემთვის ალალად ლაღადო, არც ის იფიქროთ ვინმესკენ, კენჭებსა ვისვრი ოხრადო, ამოვთქვი გულის ძახილი, იუმორით და ლაღადო. მკითხეს და მეც ვუპასუხე, ჩემთვის ალალად ლაღადო..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი