ბორჯომს ზამთარი მოსულა
ბორჯომს ზამთარი მოსულა, ხალხმა დახურა ფანჯრები, თბილი ქურთუკი მოვისხით, აღარა ჰგალობს ბულბული. დილა იწყება სიცივით, ფეჩის დანთებით, კანკალით, ოთახში ცივი სიჩუმე და ჩაიდანის ზუზუნი. მზემ გაანათა შუა დღე, მოხუცს გამითბა ძვალ რბილი, ეზოში გავალ გავთბები, მონატრებული მზის სხივით. საღამო, დადგა სიჩუმე. ვახშამი, ლუდი, არაყი, გიზგიზებს ცეცხლი ღუმელში, სახლში დარბიან ბავშვები.. ბორჯომს ზამთარი მოსულა, ხალხმა დახურა ფანჯრები, თუმცაღა ჯერ აგვისტოა, უკვე გვაცვია წინდები. ბორჯომს ზამთარი მოსულა, მოსულა მოუმღერია. დარაბებს წვიმის წვეთები, უმღერის წკაპა წკუპითა. მართლა რომ მოვა ზამთარი, რომ გათეთრდება მთა ბარი, მერე ვიდარდოთ სიცივე, ჯერ საფიქრალი რა არის. ბორჯომს ზამთარი მოსულა, ხალხმა დახურა ფანჯრები, ეზოში აღარ დარბიან, ჟივილ ხივილით ბავშვები. გადავბრუნები დავწვები, გადავიხურავ საბანსა, ჯერ აგვისტოა, ზაფხული, ოცდა ცხრა რიცხვი, შაბათსა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი