პატარა ჩიტი
მე მოვდიოდი ქუჩაში მარტო, ლუდით და არყით ამღვრეული წითელ თვალებით, მომქონდა მწარე ფიქრები შენზე, არავინ იყო მონუგეშე, ან დაც მოკეთე. მხოლოდ ღამე, სიჩუმე და ფოთლის შრიალი. მანქანის ხმისგან დარღვეული ცივი სიჩუმე, მივდიოდი და ვფიქრობდი შენზე, ნეტავ სადა ხარ ან რას აკეთებ. ალბათ გძინავს და სულ არ გადარდებ, სულაც არ დარდობ არ გენაღვლება, ჩემი ტანჯვა და მწარე დარდები, ნეტავ სადა ვარ ან რას ვაკეთებ. ამ ფიქრებში ვარ გატაცებული, თითქოს და წამით გაქრა სამყარო, გამომაფიზლა წვიმის წვეთებმა, მოსრიალებდა ურცხვად სახეზე. ამოვისუნთქე მიმოვიხედე, ღამეს რიჟრაჟი შემოპარვოდა, ჩემს წინ ჩამოჯდა ჩიტი პატარა, თითქოს იმასაც არვინ სწყალობდა. შეციებული და მობუზული, ჩავისვი გულში გავათბე ტკბილი, იჯდა უჩუმრად, თითქოს ხარობდა, მან ნეგობარი იპოვნა თბილი. ახლა კი მივალთ ერთად ერთ გზაზე, ბედნიერები და მხიარულნი, წავიდა სევდა, წავიდა დარდი, გამოიდარა ჩვენთვისაც ისევ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი