*****


(  დილით ისევ ჩემი მეზობლის მანქნის ხმამ გამომაღვიძა. გონების ბოყინი დამეწყო. გულძმარვა, ტვინძმარვად გადაიქცა.)

დილით, როცა ვიღვიძებ, მინდა გრძნობების ნარჩენებისგან გავთავისუფლდე. 
იმ ნარჩენებისგან სიზმრების სამყაროდან, რომ გადმომყვნენ. ვგრძნობ თუ არ მოვიშორებ ნალექებს კიდევ უფრო გაიზრდებიან და როცა მათთან ერთად სამყაროში დავიწყებ სიარულს მეტკინება.
  მეტკინება ყველა ის ფერის არარსებობა, რაც სიზმრებში არსებობს. 
მეტკინება ურთიერთობები და არარეალურობა, რომელიც ზოგჯერ თვალგახელილ სამყაროზე უფრო მეტად რეალურია. 
 იმის იმედით რომ სიზმრიდან გადმოყოლილი გრძნობების ნარჩენები, რეალობისგან არ დავაზიანო ფურცლებზე ვბერტყავ. მთელი ძალით ვაქანებ თავს და ვცდილობ სიტყვებად დავყარო თეთრ მატერიაზე. მაგრამ სააქმე ისააა,არ მყოფნის მხოლოდ შავი მელნით სიტყვების ღებინება. ფერები და ფიგურები მჭირდება. 
მეშინია, ამდენი ქაოსი, სასიამოვნო ფერები, მიღმული ფანტაზები ერთ დღესაც ამიფეთქებენ თავის ქალას და მერე არარეალურ რეალობაშ გაიჭრებიან. 
იმაზე ფიქრი სადამდე წავლენ მსიამოვნებს. მიუხედავად ტივილისა მსიამოვნებს, რადგან ვიცი მათი არარეალურ რეალობაში გამოსვლა, ფანტაზიებს ფრთებს შეასხავს, ფიქრებს მიღმიერ სამყაროში ოცნებებამდე მიაღწევინებს. ფიქრები ჩემი ნაწილებია. თითოეული ფიქრს შემქმნელი ‘მე’ გაჰყვება და მერე ყველგან მე ვიქნები.
ვიქნები კოსმოსში, გადმოვხედავ დედამიწას და დავტკბები სიჩუმით. ვიქნები ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაზე, ფერადი ტანსაცმლით და ფოტოაპარატით, დავიჭერ უამრავ ემოციას და შემდეგ გავაკეთებ გამოფენას, სახელწოდებით ‘’ ემოციები’’
ყველგან მე ვიქნები. ყველა იმ ადგილზე სადაც ფიქრებში ვოცნებობდი. ყველა სამყაროში, ყველა ემოციით.
  მაგრამ არ შემიძლია...


LI.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი