პარალელური ხაზები


თეთრი
ერთი
ორი 
სამი -
მე გიწვდი ხელს.
უკეთესი დასაწყისი შეიძლებოდა, მაგრამ არ არის.
ერთი
ორი
სამი
ცხოვრებაც შეიძლება იყოს უკეთესი, მაგრამ არ არის.
მათემატიკის წიგნებში წერია : ,,პარალელური ხაზები ყოველთვის თანაბარი მანძილითაა ერთმანეთისგან დაშორებული — არ აქვს მნიშვნელობა, სადამდე გრძელდებიან ისინი, მაინც არასდროს გადაიკვეთებიან. ''
როცა მახსენდები ჩემს წინ შავი დაფა ჩნდება, თეთრი ცარცით მკაფიოდ წერია სიტყვები : ,,პარალელური ხაზები არასდროს გადაიკვეთებიან''
ამ მომენტში კიდევ უფრო ვხვდები , როგორ ვერ ვიტან ზღუდეებს, სტანდარტებს და უჩინარ კედლებს.
იმასაც ვგრძნობ როგორ მძიმდება ჰაერი.
ერთი
ორი
სამი
გიწვდი ხელს, მაგრამ მათემატიკის წიგნებში ასე წერია : ,,პარალელური ხაზები არასდროს გადაიკვეთებიან''

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი