უმისამართო წერილი
განა რა ისტორიას შეიძლება მოვყვე ისეთი, რაც აქამდე არ მოყოლილა? ალბათ არანაირი. მე ვუშვებ იმას, რომ როჯერ პენროუსის თეორია შეიძლება იყოს ჭეშმარიტება, რომ ჩვენი სამყარო შიქმნა წინა სამყარს დასასრულის შემდეგ, დასასრული გახდა დასაწყისი და ჩვენ ახლა წინა სამყაროს განმეორება ვართ- ჩვენც და ყველა პარალელური სამყაროც, თუ არსებობს. მჯერა, რომ ჩვენს ირგვლივ არსებული ბუნებრივი მოვლენები ამის ნამიოკებია, ბუნება გვანიშნებს. მეორდება წელიწადის დროები. ზამთარში სიცოცხლე სტოპტება, გაზაფხულზე ისევ ასე, ხელახლა იწყება. არ ვიცი რა ხდება სიკვდილის შემდეგ, მაგრამ რაღაცნაირად მჯერა, რომ ჩვენ უკვდავი ნაწილი გაგვაჩნია- სული. მერე რაღაც დროის შემდეგ ეს სული სხვა სხეულში გადმოსივრცობრივდება და ისე როგორც ყვავილები იწყებენ გაზაფხულზე ახლიდან სიცოცხლეს ასევე ვართ. ეს ლამაზია და მამშვიდებს, ლამაზია, ჩემი საზომებით ძალიან ლამაზია. უკვე არსებობდა ჩვენი მსგავსი სამყარო და ჩვენ უკვე მილიარდზე მეტი წლი წინ შევხვდით ერთმანეთს, მერე დასრულდა ეს შეხვედრა და ახლა ისევ მოვიდა დრო, ხელახლა შევხვდეთ. არ შეიძლება არ განვნმორდეთ. მგონია რომ განვმეორდით, ამ განმეორებას ეძღვნება კიდევ ერთი უმისამართო წრრილი, რომლშიც ბევრჯელ მომიწევს ნაცვალსახელი „შენ’’-ის გამოყენება. რადგან არმინდ გაიგონ სხვებმა და წაკითხვის შემდეგ შენ მიხვდე, რომ ეს უმისამართო წერილი შენია. აქამდე გაზაფუხლი ძალიან მიყვარდა, ჩემს გონებაში არსებული ლეგენდების გამო, ახლა უფრო მეტად შემიყვარდა იმ მნიშვნელობის გამო, რომელიც მას შენმა გამოჩენამ შესძინა. ყველა უმისამართო გრძნობა ქრება და მე მარტო ვრჩები აყვავებულ ყვავილებთან და გაზაფხულის მათრობელა სურნელთან ერთად, ცარიელი არსება გაზაფხულის სავიზიტო ბარათებით ივსება და მეც მგონია, სიარულის დროს ჩემი სხეული ვეღარ იტევს ფერად ყვავილებს და აქეთ-იქით ვფანტავ. შენი არსებობა ჩემს ცხოვრებაში, იწვევს გამაბრუბლ ბედნიერებას, რომელზე საუბარიც მეშინია. ხო, მეშნია, ეს გაბრუება გამოთავისუფლდება უფრო მალე და შემდეგ ტალღამდე ცარიელი ვივლი. ძალიან ნელა, მთელი არსებით ვცდილობ შინაგანად შევიგრძნო და სისხლძარღვებში სისხლთან ერთად გაზაფხულის ყვავილებად ვამოძრაო ეს გრძნობა. დიდხანს ვღეჭო ფერად კამფეტებად, რომ დიდხანს გამყვეს ეს უცნაური, გამაბრუბლად სასიამოვნო გემო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი