0659


ისეთი ლამაზია, მზად ვარ მეტრო გაჩერდეს, ზომბი აპოკალიფსი დაიწყოს და ის იყოს ბოლო ვისაც სიცოცხლის ბოლო წამებში ვუყურებ. 
 მისი შავი თვალები და შუბლზე ჩამოშლილი ხვეული თმა...
პანიკა რომ დამეწყება მისკენ გავიწევ, არ ტეხავს მაინც ბოლო წუთებია. გავიმართლებ თავს შოკიათქო.
ინტერნეტი გაითიშა. გვირაბში ვარ.
გვირაბიდან გავედით. 
 ბაქანი 0659. 
ირონია, ერთ გაჩერებაზე ჩავედით რუსთაველზე, ახლა მის გვერდით დავდექი..
მუზეუმში ნაყინი არ დამეწუწოს, ერთად ავიდოდით ესკალატორზე მაგრამ ხალხის ნაკადმა გადამისროლა.
მადლობა ვარდისფერ ნაწნავიანო გოგონავ, ჩემი აპოლოს ზურგს უკან რომ ჩამეკვეტე და მის უკან დგომის ბედნიერება წამართვი.
პირბადე მოიხსნა... გავსწორდით.. ძალიან ლამაზია
ფეხის აჩქარება
სხვა მხარეს წავიდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი