სერვერიდან გათიშული


ადამიანები ერთნაირად იბადება და მერე განსხვავებული გზებით იწყებენ სვლას. დაბადება საოცრებაა, მაგრამ იმდენად ყოველდღური და მრავალია, აღარ ვაქცევთ ყურადღებას, მიჩვეულები ვართ, რომ სადღაც, რაღაც სამყაროდან ვტრანსფორმირდებით. ჩვენი სხეული, სხვა ჩვენნაირის სხეუში ვითარდება და ამის მერე, იმ წამიდან, როცა პირველად ჩავისუნთქავთ დედამიწის მძიმე ჰაერს, ყოველდღე ვიბადებით. 
 დაბადება სიკვდილამდე გრძელდება, ოღონდ სულიერი. 
 რიგით მერამდენე სულიერი დაბადება იყო მისი სიყვარული, არ ვიცი. მასზე შეყვარებული მე, ჩემს გონებაში  ავითარებდა სხეულს და გულისკენ აწვეთბდა საოცრად არომატულ, ფერად სითხეს. უნდა ვაღარო, ჩემი მასზე შეყვარებული მე, ყველაზე მეტად მომწონდა, მარტო ის კი არა, ჩემი თავიც, მასზე შეყვარებული მიყვარდა და ახლა როცა მას ვიხსენებ, მადლიერი ვარ, ყველა მისგან დატოვებული სევდის კერების მიუხედავად, მე მან მასწავლა საკუთარი თავის სიყვარული და მე, ვიცი, რას ნიშნავს, როცა გიყვარს საკუთარი თავი.
  ჭრილობები ნელ-ნელა ხორცდება, ნაიარევები რჩება დ როცა მას ვეხები, წამით ვბრუნდები წარსულში და სულის მომხუთველ მონატრებას ვფრძნობ. მენატრება, მაგრამ ამ მონატრებასთან ერთად ცხოვრება ვისწავლე- ალბათ ასეა.
 ერთ დღეს, როცა მის გარეშე ამოვიდა მზე, ერთ რამეს მივხვდი, მე მის გარეშე ცხოვრება შემიძლია, მე არ მოვკვდები, მაგრამ ყოველ დღე ჩემი სული განაგრძობს ტანჯვას და მთელი ჩემი ცხოვრება, ჩემს არსებობას, სწორხაზოვნად გაედევნება სხვა მრავალ გრძნობასთან ერთად მონატრება.
 იმ დღეს, როცა მის გარეშე ამოვიდა მზე, პირველი რაც გავაკეთე, ცივი წყლის ქვეშ დავდექი, მეგონა მეძინა, ცუდი სიზმარი მესიზმრებოდა და ასე გამოვაღვიძებდი ჩემს თავს. მანმ ვიდექი, სანამ წყლის წვეთები მინის ნამსხვრევებად არ გადაიქცა და სხეული არ ამეწვა, მაინც არ გამომეღვიძა.
არ მეღვიძება. ეს სიზმარი არ არის, მე სამარცხვინოდ დამოკიდებული ვიყავი მეორე ადამიანზე და მაშინ როცა ეს მეორე ადამიანი ჩემი ცხოვრებიდან გაქრა, ყველაფერმა აზრი დაკარგა და მე ცოცხალი, თან მკვდარი, ვაგრძელებდი სიარულს. და ვაგრძელებ, წარსულში ვცდილობ ძალა ვიპოვნო და ახალი რაღაცები ვისწავლო.
განშორება ცუდია. უმწეო მდგომარეობა, მონატრება, რომელსაც არ შეგიძლია უშველო, მაგრამ ხდება ხოლმე... ხდება ხოლმე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი