მფარველ ანგელოზს
ისევ შენებური სიბრძნით დამარიგე, შუქი მომაფინე, ლოცვად გამარინდე... ისევ მომაფარე შენი თეთრი რიდე, შენი სიახლოვით ბოროტს ამარიდე, თორემ უშენობა ნიშნავს უმწეობას! სევდით დაბნელებას, სულის უმზეობას! ლამის ჩავიჩოქე, ხელი შემაშველე! ისევ მადლიანი ფერით შემამშვენე... ისევ უპატრონე ამ გულს, ამ მდელოსო, უფლით მოვლენილო, ჩემო ანგელოსო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი