სიყვარულის იქორი


ფიქრი, ვით წყნარი წვიმა,
გონების სიღრმეს ენამება:
რატომა ვკარგავთ იმას,
რაც უფრო ძლიერ გვენანება?

უცებ შემოგხვდება გზაზე,
ნაოცნებარი და ნაფიქრალი,
გრძნობა ამაყი და წმინდა,
მარად მართალი და საფიცარი.

უკვდავ ლეგენდებად თქმული
კერპი ჩვენი - სიყვარული.

ანგელოსების იქორია,
სიკვდილისაგან რომ დაგვიცავდა,
ზოგჯერ რა ძნელად გვიპოვია
და რა ადვილად დაგვიკარგავს.

დიდი, მარტივი და რთული,
კერპი ჩვენი - სიყვარული!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი