რა იცოდა ფოთოლმა


ტრიალებდა ფოთოლი სივრცეში,
	როგორც ტბაში გედი.
იყო ბევრი ოცნება და აღმაფრენა
	და არ იყო ბედი!
სილურჯეში ატლასებად იღვრებოდა
	შემოდგომის ხედი,
იყო ბევრი გატაცება, სიყვარული…
	და არ იყო ბედი…
რა იცოდა, რა იცოდა იმ ფოთოლმა,
შეაცდინა ლაჟვარდების ხედმა,
მიამიტი, ქარბორიას აყოლილი,
მიწისკენ რომ გააგზავნა ბედმა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი