უარი
შენ ახლა ნაღვლობ, როგორც კენტი იაგუარი, და სილაგარტყმულ ლოყასავით გეწვის უარი. ის კი … ვინ იცის, სად წავიდა, ვისთან წავიდა, მაინც ქალია, სათუთია გულისავითა. მისი სახება შემოდგომის ალზე ანთია, აცივდება და მორჩა, ვითომ არც გინახია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი