წითელ ყინულს


ყინულმა თითი დამიქნია:
,,ნუ ენძელაობ, დაზრებიო!“
	ვუთხარ:  უბედურო,
	ეგ რა დაგმართია,
ილევი და მალე სულმთლად დადნებიო!

როცა გაზაფხულის მზე მქომაგობს,
	ამ ტყესაც მოსწონს
	ჩემი აზრებიო,
როცა შენ ილევი და მალე გაწყალდები,
აბა, მე რანაირად დავზრებიო?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი