საქართველო - გიორგია
ვისთვის ვრცელი მამულია, ვისთვის - ერთი გოჯია, ჩვენთვის წმინდა გიორგია, უცხოთათვის - ჯორჯია. რა ენა გვაქვს საოცარი , რა მარტივი, რა რთული, სავსე ღვთიურ გამოცანით, სულიწმინდით ქართულით! მოწამეთას სასწაული მეწამული ფერია: წყალწითელას წითელ მელნით `აი - ია“ წერია. წინაპართა მადლი მოგვდგამს, ჟამიც გვაძლევს არჩევანს, დროა, შეძლოს ჩვენმა მოდგმამ მტრის და მოყვრის გარჩევა! ვაზის ჯვარი დაგვიფარავს რწმენით ნასულდგმულები, დავახვედროთ უფლის კარავს დაწმენდილი გულები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი