ქვა
იმ ქვას ვტირი, რომელზედაც ვიყავ ლოდი და იმ ღრუბელს, რაიც მეცვა ტანზე ჯავშნად, როს მეძახდნენ მაღლა მზე და დაბლა კორდი, სწორედ, სწორედ ის სილაღე მომენატრა. იმ წვეთს ვტირი, გულზე ცრემლად რომ მდიოდა, შფოთიანმა სიცოცხლემ რომ დამანათლა, სანთელივით მოკიაფე მთის ყვავილის სწორედ, სწორედ ის სინათლე მომენატრა! მყინვარებო, ახლა სად ვარ, ახლა რა ვარ? თქვენს კალთიდან მოწყვეტილი ერთი ქვა ვარ, თქვენს ძირიდან, ნაპრალიდან აღებული, საფლავებზე სარკოფაგად გადებული!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი