შეგონება
თუ დაგკბინა წყეულმა ჩაძინებულს, უეცრად, გული არ გაიხეთქო, არც ყვირილი ატეხო, არ შეშინდე, გაგივლის, ერთი კბენა კარგია, გამოგიმუშავდება შხამსაწინააღმდეგო! შორსმჭვრეტელი თვალები მტერს ადვილად შენიშნავს, ისევ შენი ბრალია ჩემო კარგო, სონია! ჰო, რას იზამ, ასეა, ოღრო-ჩოღრო მიწაზე, თვალდახუჭულს ქვეყანა ედემ-ბაღი ჰგონია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი