მერი ჩავორსის დატირება გარდაცვლილი ბაირონისადმი


ჩემო ცაში გაფრენილო,
ჩემო დაკარგულო,
ცარიელი დამიტოვე
შენი წილი გული…

მაგრამ მაინც საუკუნოდ
სულში ჩაქარგულო,
შენზე მოგონებებია
ნეტარება სრული!

… მუდამ როცა გავიხსენებ
შენს მერცხალა თვალებს,
გულში თეთრი სევდის ბარტყი
ჩუმად მიფართხალებს…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი