დამჭკნარი ვარდი


ვხედავ, შენს ცაზე არეულა
შავი ღრუბლები,
მითხარ, ძვირფასო, რა გჭირს,
რატომ არ მეუბნები?

ცხადმა ხილვებმა - სინამდვილე
სიზმრებს ამტერა,
რამაც ეგ შენი ოცნებები გააცამტვერა.

შენ მხოლოდ ერთხელ შეგეშალა
ბედის შარაზე,
დიდი, ქალური გრძნობისათვის
კარი ჩარაზე.

ხედავ? ცხოვრებამ დაისრული
დარდი გაწვიმა,
არ გაპატია სიამაყე, მწარედ დაგცინა!

ახლა დუმხარ და მოუთმენლად
ელი და ელი,
იქნებ გამრთელდეს დამსხვრეული
გულის სარკმელი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი