ახალი მთვარის ელეგია


ვინა ხარ, რა ხარ…
შენ ხარ ვაზი ბწკარგაშვებული.
ეული დგახარ,
ღელვის ზვირთში გადაშვებული.

წვიმაში, ქარში
მიეახლე დახურულ კარებს.
ყოფნაა მარში,
შენ კი ისევ აცეცებ პწკარებს.

ტალღათა ქორო -
მოძახილი ახალი მთვარის,
არ არის ბოლო
მოქცევათა აქცევა მხარის.

შენი თითები -
თაფლის თლილი კელაპტარები,
შენი თვალები -
მზაკვრობათა ვერამტანები,

მალავენ თრთოლვას,
დაფარული მკაცრი იერით.. 

გულში კი ფეთქავს მარგალიტი
უფლისმიერი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი