ღია კარებში
ფანტომებს გადაფერვიათ ფანატიური ფერი. კარს აქეთ ყველაფერია, კარს იქით - არაფერი. ჩავდგები ღია კარებში, ცისარტყელებით ხელში, რომ ,,არაფერი“ გაებას წარმავალ ,,ყველაფერში“. იქ, ღია კარში წერია - ანგელოზების ხელით: ,,კარს აქეთ არაფერია, კარს იქით - ყველაფერი".
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი