იმედისფერი ქნარი


აჰა, წაიღე, წამართვი გული!
ეგ ერთადერთი საუნჯე მქონდა.
აწამე, დაწვი, გააკარ ჯვარზე,
ანანე ის, რომ ზეცაში ქროდა!

აჰა, წაიღე! მაგრამ იცოდე,
ვერავითარი ცეცხლით და ხმალით
ვერ შეაშინებ, არ არის მხდალი,
ვერ ეღირსები იხილო მკვდარი
იმედისფერი ეს ჩემი ქნარი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი