ნაცრიანი თვალები


ამდენ უცხო ფერთანა
ფარად ავიფარები.
მე ვუყურებ ქვეყანას
ნაცრიანი თვალებით.
თუგინდ ფერფლად მაქციონ,
უფსკრულებში ჩამყარონ,
მაინც ვიტყვი: ვიხილე
ნაცრიანი ქვეყანა,
სიცრუეთა სამყარო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი