გესმათ


კაცმა ჩაიჩოქა,
ტალახში ჩაიჩოქა კაცმა.
არვინ წაეშველა,
არვინ შეიწუხა თავი.
ტალახი სურდაო -
გაჭორ-გამოჭორა ხალხმა,
ფეხიც დაადგეს და
თავზეც დააქციეს ზვავი.
გზა იმარცვლებოდა,
როგორც ტკივილების აცმა,
წვავდა ჭრილობაში
მარილარეული შხამი,
ცა კი გვიწყრებოდა:
ეს არს მერამდენე ჯვარცმა?!
თვალი გაახილეთ,
ყური მომაპყარით წამით!
კაცმა ჩაიჩოქა,
ტალახში ჩაიჩოქა კაცმა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი