წყალ-აღმა


დუმს ნატიფი პოეზია,
ჰაერია პროზაული,
სიმართლეა - ლაბირინთში
აბნეული მოგზაური.

დაეკარგა სიტყვას მადლი,
მოგვიმრავლდა მდარეები,
ყველაფერი რიგზეაო,
იძახიან ჰალეები.
მერე რა, რომ გადაფასდა
უანგარო თავდადება,
ამბოხების სერიალი
იწყება და არ მთავრდება!

ფარა ბევრჯერ შემობრუნდა,
მასზე თქმული მართალია:
დღე ხომ დიდნი უწიგნურნი
წიგნის კითხვას მასწავლიან.

დღეს ხომ როგორც არასოდეს
წყალ-აღმა მსურსხეტიალი,
რომ როგორმე დავამუნჯო
ურჩი გული, ეს ტიალი!

დღეს ხომ როგორც არასოდეს
ხალხში ნდობის რეგრესია,
მაგრამ სულის ეკლესიას
ვერ ერევა დეპრესია.

რის სიმართლე, რის სიმაღლე,
ქონდრისკაცი ცერზე დგება
და ამაყი ტაში-ტუშით
მტის მწვერვალებს ეტოლება!

     
 დღეს ხო როგორც არასოდეს
წყალ-აღმა მსურს ხეტიალი,
რა ვქნა, თუ ვერ გავაჩუმე
წრფელი გული, ეს ტიალი!


კიდევ უფრო მეტად მტკივა
მრუდე არსთა არეები...
-ყველაფერი წესრიგშია!
ღაღადებენ ჰალეები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი