ნიღბები


ჰოი, რამდენი ნიღაბია, 
თითქოს ქვებიაო რიყის…
დიდხანს გავიწამე თავი,
ერთიც ვერ მოვირგე, მიკვირს,

რომ ვერ დავემსგავსე ყოფნას,
ჩვეულებრივი რომ ჰქვია.
როგორ შევიფერებ ზამთარს,
გაზაფხულები რომ მშია!
ასე საოცარი ვივლი,
თუკი შემიწყნარებს მიწა…
სარკე შეეფეთა თვალებს,
ჩემი უნიღბობა ვიცან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი