როცა ახლოა კავკასიონი


არეა ბერად შემდგარი მთების.
ამ ბუმბერაზებს  ვუმზერ და ვკრთები.

ახლოა თითქოს ხეთა ჩანჩქერი,
თითქოს ფოთლებზე მიგიწვდა ხელი,

მაგრამ ცრუ არის სივრცეთა ზღვარი,
თვალია მუხლზე ათასჯერ ჩქარი.
მიხმობს აირი, ცივი და სუფთა,
ვნატრობდი, გული რამდენჯერ წუხდა.

ბებერი წაბლი, ხავერდი, ჩრდილი,
საისრეებად აჭრილი სხივი.

ფრინველთა ჰანგი - ფერები მშვიდი.
მე და ცას შუა - უგრძესი ხიდი.

განწყობა ლაღი. ძახილთა ექო,
ჯერ უნდა გეგრძნო, რომ მერე გექო!

ამგვარი გრძნობით, ამგვარი გზნებით,
არეა ბერად შემდგარი მთების.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი