ქართული გაზაფხული


როს უფერული დღის მოთვალთვალე
სამხრეთის ცაზე
ბერდება მთვარე,
ღამე თეთრდება,
როგორც საპყარი
და პოლარული ხდება საწყალი.
უფალი ფარავს
ჩვენს ცას და მიწას,
გახედე!.. გული იმღერებს იმწამს!

რა გაახუნებს ფერებს აზარტულს,
რა დააბერებს ქართულ გაზაფხულს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი