მღერის ლოტბარი
სმენას საამოდ ესალბუნება იბერთ სიმღერის ტკბილი ბუნება. ბგერათა რიტმი, თრთოლა და ჟღერა, ხალხურ მოტივზე რომ აამღერა. ჰანგებს გულამდე მიუშვებ, როცა- დაემსგავსება სიმღერა ლოცვას.. ცად ანგელოსთა დასი შეისმენს პოლიფონიას, მსუბუქ მელიზმებს... ზეაღტაცების აფრინდა ფრანი, აჰყვა სულისთქმა, ვინა ვართ, რანი?.. შეგათამაშებს გრძნობის მორევში, ათასკაციან სიმარტოვეში... შემოგთავაზებს ვარსკვლავთ არჩევანს... გაგიჭირდება თავის დაღწევა... მოძახილების ლივლივებს ბანი, გალობს სამყარო, მღერის ლოტბარი! იბერთ სიმღერავ, მრავალხმიანო, ვერ გძლიოს ჟამმა, არ გაგვიხუნდე, სანამ ქრისტესთან თანაზიარობ, აღუღუნებდე საუფლო ხუნდებს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი