შუადღე ყვარელში


აქ ყველაფერი ლაღია,
არაა ზანტი და დუნე,
კრიალა, კახური ჰაერი,
დამწვარი ზაფხულის სუნი.

მოდი და ამ ფერებს შეეხე,
გაჩუქებს სითბოს და ღელვას,
ალალი, კახური ღიმილი,
ნათელი ქართული მზერა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი