წუთისოფლის ერთი წუთი
ერთი წუთის ისტორია ტომეულებს ეყოფოდა შესავსებად: სად ... ისმება სადღეგრძელო მხიარული ნეფე-ქალის სილამაზის შესაქებად; სად... სიცოცხლე იბადება დედის გულის ნეტარებად; სად... უძლური მოკვდა ისე, ვერ მოასწრო საბოლოო შეძახება… სადღაც ტყვია იტენება, სისხლიანი ბრძოლისათვის გამიზნული, ძმა უმზადებს ძმას სამარეს, ფიცის ფასი არის ნული… სად სინათლე ულევია, მაგრამ , მაინც დაეძებენ მეტ სინათლეს, სად სინდისი იყიდება და გაყიდულს ,,ერთგულება“ დაანათლეს… სადღაც კივის მიკიოტი და დევნილი პირქუშ ტყეებს ეფარება… სად მსუქანი ჯიბის მქონე - სხვის დაკემსილ ათას ჯიბეს ეტანება.... სადღაც სარკე გაიწმინდა, საუკუნის მტვერნაყარი, დაბინდული და გამოჩნდა , რაოდენი ტკივილია ამ ცხოვრების ლაბირინთში გარინდული… სადღაც რეკავს მაღვიძარა - მოსახდენი განსაცდელის შეხსენებად... და ჩათვლემილ ჟამთამწერელს ერთი წუთი - საუკუნედ ეჩვენება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი