ვით მოძახილი
დილის ნისლებში გზა იყო წყნარი. მიფიქრაობდა შარაზე ცხვარი. ხანდახან სუსტი ბერავდა ქარი, სივრცით დამთბარი. მერე რაა ქარი? რაა მერე ქარი? რაც მთავარია, გზა იყო წყნარი. ცისკარ-ნამებით ნაბიანი, ლბილი ცა იყო დილით. ეს სურათია, რახანია, შეჩერდა წამი. მიმწყვდეულია შემოქმედის თვალი, ნაწამი, კეთილმოწყობილ ბუდუარში ქალაქის ბინის ვით ნოსტალგია, ვით მოძახილი, სოფლის დილა და სისადავე მტვერგადაყრილი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი