აბსოლუტის სკივრიდან


ჰოი, იესო, სად ვეძებო
ჭეშმარიტება?!
დედამიწაზე ადვილია
იყო ცოდვილი,
იზიდავს ყველას მწვერვალები
და განდიდება…
ქვეყნად ღალატიც ადვილია,
შურიც    ადვილი.
უფალო, მიხმე
ტაძრისაკენ სავალი გზებით,
შენ იცი მხოლოდ
იმ ნეტარი სიმართლის ფასი,
გზა მიმასწავლე, ეკალნარში
როგორ გავკვალო,
არეულია ერთმანეთში
ჭრელი და ფლასი…
ჩამოიქროლებს ბედისწერის
ქორ-ნიავქარი,
ამაოებით ნათენები დღე დამოკლდება.
ბედნიერია კაცი წრფელი,
სუფთა, მართალი,
გიპოვის შენ და
აღარასდროს აღარ მოკვდება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი
TOP.GE