პურის რიგში გაიჭყლიტა მუზა
არაფერზე მე არ ვჩივი, მარტო ვამბობ, რაც არი: ნაკვერჩხალი აღარ ღვივის, მომეძალა ნაცარი. მწველი მუზა მექცა პეპლად, მიფარფატებს, მიფრინავს. აღტაცება ჩამეფერფლა, ჟამი აღარ ითმინა. გზაა ბნელი, ნარ-ეკლების, უგულო და უპირო. ვიცი, მაინც არ ეგების შეცვლა რომ დაუპირო. დავთმობ ტაძარს, უგრძნეულეს სიზმრებით და ბოდვებით, და შენამდე უსხეულო მოვალ ჩემი ცოდვებით. 1991 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი