Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_3id5i1cpgqfh123krqe82e76qu, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
აპრილისფერ პოეტს - ლია გიგიტაშვილი - თამარელი | პოეზია

აპრილისფერ პოეტს


აპრილის ცაა ოაზისი
	შენი სულისა.
სევდის ნაპრალში შემოფრინდნენ
	ლხენით მერცხლები.

ალი გაგათბობს საკუთარი
	გაზაფხულისა,
თეთრდუმილიან უნდო კედლებს
	აღარ ეხლები.

ახლა, ვით გარეთ, შენშიც ჰყვავის
	ლურჯი აპრილი,
	ჩანს, შენმა სულმა მოიზოგა
       გაზაფხულები...

კარნავალია ყვავილების,
	ფერთა კადრილი,
აღტაცებაში ყველა  დარდი
ქრება სრულებით...

არადა...უნდო  ყინულეთი
	მუდამ მზად არის
ჩაკლას სიმწვანე, დააბნელოს
	გული - წუხილმა...

და თუ ოდესმე მიილულოს
	თვალთა ღადარი,
	გამოგაფხიზლოს
გაზაფხულის ჭექა-ქუხილმა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი