თვალთა კულისებში


ქალი ქალს უმზერს
	და მის თვალებში
ყინულის ჩუმი შარიშურია,  
სამწუხაროა, რომ აღმოაჩენ,
	ეს ქალის მიმართ ქალის შურია.
	თუ გაიყინა
	გული სრულიად,
ზრახვა ნათელი აღარ სწყურია,
თვალს თუ აბნელებს სხვისი სიკეთე,
	სამწუხაროა, იგი შურია!
	თუ არ ითენებ
	სხვის ათინათებს
შენი გონება რის მსახურია?!
გიმძიმს, რომ სხვასაც ელხინებოდეს,
	ეგ შენი სულის 
	დასასრულია!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი