მეგობრებს


ყველა ტკივილს მოევლება,
შეხორცდება ხორციელი იარები,
სულის ტკივილს დაიყუჩებ
მეგობრით და
უფლის წმინდა ზიარებით.

სულს რა სტკივა,
არ არს ბრბოის განსაკითხი,
მარტოსულებს
დაუბურავთ სევდის ჩალმა,
სულს რა სტკივა - 
ნუ იწვალებ თავს მაგ კითხვით!
იცის მხოლოდ
უფალმა და
მეგობარმა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი