ბერი ჭადრები
მშობლიურ ქუჩას
კარიბჭე უჩანს:
ციხიონივით დგანან ჭადრები,
უწინდელივით
მაღალ-მაღლები,
ვერ აშინებენ ქარებ-ავდრები.
ათამაშებენ ფოთლების თითებს,
მესალმებიან ისე, ვით გუშინ.
მსურს ყველა მისი
რტო და კვირტები,
ტოტებ-ფოთლები ჩავიკრა გულში.
ბერო ჭადრებო,
ტვირთიან გზებით
მშობლიურ ქალაქს როცა გავცდები,
აცახცახებენ
ვერცხლისფერ სიმებს
თქვენეულ ღელვით -
ჩემი განცდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი