დედა ვენერა
მე სასწაული ვნახე ცაგერში, ქალი მკურნალი, მოსაფერები, მსგავსი არ ვიცი, არც ერთ მხარეში, ოქროს გულით და ოქროს ხელებით. უფლის კურთხევით, უფასპატიოდ, შრომით ატარებს უძილო ღამეს, მარადის სხვისთვის უნდა ათიოს, ოღონდაც სნეულს უშველოს რამე! ბევჯერ უმუხთლეს, ბევრჯერ ატირეს, სული ქრისტესთვის ლამპრად ქცეული, უსამართლობით გული ატკინეს... ვერ მოერია ბოროტეული! უქონელია, უპოვარია, მისი თილისმა - მცენარეშია, ბოროტი როგორ გაეკარება მას, ვინც ღვთისმშობლის საფარველშია! თვლემა-მორეულს გამოაფხიზლებს მკურნალ ბალახთა ძახილი, მღერა... ცისკენ მადლობას აახმიანებს ცისფერთვალება დედა ვენერა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი