სულიერ საფეხურებზე


ჩასაწყობი   ჩაალაგა, 
არეული   მიალაგა,
სოფლის თამაშს მიეძალა...
სიამაყით   იამაგა...
მძიმე  სნეულს მოუარა,
მოძმეს საქმე მოუგვარა,
ბოროტს პირში შეეძრახა,
შეშლილს  გვერდი აუარა...
აურაცხელ სამეგობროს
სუფრა-სეფა გაუშალა...
მშიერს ვალი აპატია,
გაჭირვებულს დაეხმარა...
ხოდა, ამგვარ  ფაცი-ფუცში
სამდურავის ოფლი ღვარა...
როცა დარჩა თავის თავთან,
მიხვდა, რითიც დაიღალა!
არ იცხოვრა სიყვარულით,
გული ჰქონდა მინავლული...
რუხი ჩოხით,  მუხლის ჩოქვით
იღველფება სინანული...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი