მტრედების ბარათი


გვალვაა, 
ქარია ხორშაკი,
სამყარო აყმუვლებს ტკივილებს,
ცრემლების მცირედი 
ხონჩა კი
ვერ შველის
გაფიტულ ბილილებს...
ცრემლია  წყაროთა დამშრალთა,
მჭირდები მტრედების ბარათო!
სასტიკმა გვალვებმა
დაგვშანთა, 
მუხანათ ხანძრებად
აგვანთო!
ზეციურ ძალათა
მეუფევ,
სადა ხარ, მაშვრალნი გელიან!
ეუფლე, ამ მთა - ბარს
ეუფლე,
მოგვხედე,
გვიშველე   ე ლ ი ა!
მიიღე ფეხშიშველ დედათა
ლოცვის და გალობის ზვარაკი:
დაალბე ბელტი და
გორახი,
გვაღირსე..
წვიმა და ბალახი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი