იგავი


გრილ გონებას ეცხო გზნება,
მოიწია ფიქრ-მოცხარი,
ნიშანს ელის ეს ცხოვრება,
როგორც სააღდგომო ცხვარი..
ცხვარ-ყალიბში ღელავს ცომი,
იბრძვის, ნეტავ რა ფქვილია?
დროა იგავმიუწვდომი...
წამი, წუთი ათვლილია...
გამოცხვება...  ცხოვარს ვნახავთ,
მთამაც მუხლი მოიდრიკა!
ჭირი იქა, ლხინი აქა,
ფქვილი აქა, ქატო იქა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი