ღვთისმშობლისადმი
შენ ხარ დედა, ვის წინაშეც მუხლზე დგება ჩვენი ერი. უჭკნობელი, ტკბილსურნელი ყვავილი ხარ მშვენიერი... შენი შობით შემოდგომა შეედარა გაზაფხულებს, შენი ლოცვით გადარჩენის ვრცელი კალთა გადაგვხურე! შენი ხილვით ბოროტს გული ებზარება, ეგმირება! შენი მადლით სანამყენე შვილებს დავზრდით დევგმირებად! შენი ცრემლით დაგვიწმინდე, გაგვინათლე ეს გულები! შენი ძალით გვიმსახურე მარად ქრისტეს ერთგულებით! ღვთისმშობელო, მოგვიტევე უგნურების ცოდვა-ბრალი, მაგ სიკეთით გვაპოვნინე ზეციური სამართალი! გეფერებით, შენი გული ტკივილისთვის გვებრალება! იქნებ შევძლოთ... მაგ თვალთაგან სისხლის ცრემლთა შემშრალება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი