დედა ღვთისმშობელს
მიწაზე ყოფნა ისე მძიმეა, თითქოს მომება სულზე ლოდები, დედაო ღვთისავ, სთხოვე იესოს, ფერფლად აქციოს ჩემი ცოდვები! თბილო დედაო, გამხადე ღირსი შემეხოს ძალა შენი კვართისა, რომ გადავურჩე კილვას, განკითხვას, შეფარებული შენი კალთისა! ანგელოზისთვის გამიხსენ ყური, სიწმინდისათვის გამიხსენ თვალი, სიმართლისათვის ამიდგი ენა, რომ ღმერთი ჩემზე არ იყოს მწყრალი! რომ ღირსეულად მოვემსახურო ქვეყანას, ოჯახს, კარსა და ეზოს.. ყველას დედაო, გთხოვ მოწიწებით; ეს ცხელი გული მიართვ იესოს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი