სიჩუმე დედის საწოლთან
ტკივილებსა და ტკივილებს შორის დედას იმგვარად მიეძინა, როგორც უმწეო , უფრთო ბეღურას... არადა... გარეთ მარტის დილაა... გარეთ მგალობლებს გააქვთ ჟივჟივი... და მეშინია, ამ ხმაურზე დაღლილ დედაჩემს არ გაეღვიძოს... ბევრი წელია, ასე აღარ დაუძინია... სუნთქავს თანაბრად და სიმშვიდე უნათებს სახეს.... ( 6. 03. 2019 წ.)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი