ქართული სიმფონია


ყურმა ისმინა დაფიონზე 
ცისკრის გალობა,
ქართულად ხმობდა 
მგალობელი ყველა ფრინველი:
დიდება შენდა, შემოქმედო,
დაუსაბამო,
ბედნიერია გული ჩვენი -
შენი მხილველი!
ახარე ყველა, დიდ-პატარა,
შენი მცნობელი;
მეფე და გლეხი,
ვინც იმედით
თესავს ყანასო,
წყალობის თვალი მოაფინე
დედაბუნებას...
იქვე მამალმაც დაიყივლა:
ამ-ქვე-ყა-ნა-სო!
ხმობდნენ ფრინველნი სიყვარულზე,
ცის საუნჯეზე, 
სთხოვდნენ ზეციერს,
რომ ივერი ხვავით აავსოს...
ეზოს მამალმა იჩურჩულა:
ღმერთო, მოხედე...
მერე ქართულად შემოსძახა:
ამ-ქვე-ყა-ნა-სოოოო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი